კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ეს პოლიტიკა განმარტავს, რა ინფორმაციას ვაგროვებთ და როგორ ვიყენებთ მას.
რა მონაცემებს ვაგროვებთ
- ანონიმური სტატისტიკა — გვერდების ნახვები და ძებნის სიტყვები, ვიზიტორის იდენტიფიკაციის გარეშე.
- რეგისტრაციისას — მომხმარებლის სახელი და ელფოსტა, მხოლოდ ანგარიშის ფუნქციონირებისთვის.
- „ჩემი სია” და ნახვის პროგრესი — ინახება შენს ანგარიშზე (ბაზაში) და ნებისმიერი მოწყობილობიდან ან ბრაუზერიდან შესვლისას ავტომატურად აღდგება. რეგისტრაციის გარეშე (სტუმრად) ეს მონაცემები ინახება მხოლოდ ბრაუზერში.
- თემა (მუქი/ღია) — ინახება მოწყობილობაზე, თითო ბრაუზერისთვის ცალკე.
ვიდეო
ვიდეო კონტენტი ვრცელდება ჩვენივე სერვერიდან და CDN-იდან. არ ვიყენებთ გარე ვიდეოპლატფორმებს და არ ვაჩვენებთ მესამე მხარის სარეკლამო ტრეკერებს.
Cookie-ები
გამოიყენება მხოლოდ აუცილებელი cookie-ები შესვლისა და პარამეტრების შესანახად. ანალიტიკა, თუ ჩაირთვება, — მხოლოდ შენი თანხმობის შემდეგ.
მონაცემების წაშლა
ანგარიშის წაშლისას იშლება „ჩემი სია”, ნახვის პროგრესი და ისტორია. შეგიძლია მოითხოვო ანგარიშისა და მონაცემების წაშლა — მოგვწერე კონტაქტის გვერდიდან.